ბუძგორი

ბუძგორი, მწვერვალი შოდის ქედზე, ონის რ-ნში. სიმაღლე 3226 . აგებულია ქვედაცარცული თიხაფიქლებით, კარბონატული ქვიშაქვებითა და მერგელებით. ბ-ის ჩრდ. კალთაზე სათავე აქვს რუბოძალისწყალს (რიონის მარჯვ. შენაკადი), სამხრ. კალთაზე–ჩაბალაყის მარჯვ. და საკაურის მარცხ. შენაკადებს. მწვერვალი გაშიშვლებულია, კალთებზე ალპ. და სუბალპ. მდელოებია.

                                                                                                                                  მ. სანებლიძე