ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) ვახტანგ ბეჟანის (ბორისის) ძე (გ. 1901), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ა. ბუჭყიაშვილის უმცროსი ძმა, ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობას იღებდა რუს. მიერ დას. კავკ. მთიელების დამორჩილებაში, რუს.-ოსმ. ომში (1877–78).