ბუჭყინტა

ბუჭყინტა, სოფელი თიანეთის რ-ნში (ზარიძეების სოფლის საკრებულო), ქართლის ქედის დას. კალთაზე, მდ. შარახევის (ფშავის არაგვის მარცხ. შენაკადი) ზემოთში, მის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1400 , თიანეთიდან 30 კმ. 3 მცხ. (1989). მეცხოველეობა. არასრული საშ. სკოლა სოფ. ზარიძეებში.