ბუჯა, მდინარე დას. საქართველოში, ზემო იმერეთში, მდ. ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მდგენელი. სიგრძე 41 კმ. აუზის ფართ. 184 კმ². სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრ. კალთაზე., 1194 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშ. წლ. ხარჯი 9,76 მ³/წმ.