ბუჯის მღვიმე

ბუჯის მღვიმე, მღვიმე ჭიათურის ზონაში, რაჭის ქედის სამხრ. კალთაზე, ადგილ „ორმოების“ მიდამოებში, 1480 სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ბ. მ. ვრცელი თაღისებური შესასვლელით იწყება (მასში ჩაედინება მდ. ბუჯის ერთ-ერთი მდგენელი) და ვიწრო დერეფნის სახით თანდათანობით დაბლა ეშვება. მღვიმის უშროეს ნაწილში არის წყლით გამოვსებული დერეფანი, რ-იც ჯერ ბოლომდე არ გაუვლიათ. იგი კარიანი კლდის მღვიმის ზედა რგოლს უნდა წარმოადგენდეს. შესწავლილი დერეფნების ჯამური სიგრძე 5000 აღემატება. მღვიმეში ჰაერის ტემპ-რა 7,5°C-მდეა. უხვადაა ნგრეული მასალა. მიწისქვეშ გამდინარე პაწია ნაკადული წვიმების დროს მნიშვნელოვნად დიდდება.

                                                                                               ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი)