ბღიის მღვიმე

ბღიის მღვიმე, კარსტული შახტი გუდაუთის რ-ნის ტერიტორიაზე, ბზიფის კირქვულ მასივზე, 1750 სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ სქელშრეებიან კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი ადგილ „ბღიის“ მიდამოებშია. გეგმაში მღვიმეს ლაბირინთოვანი, ხოლო ჭრილში – კასკადური აღნაგობა აქვს. ცალკეული შიგა ჭების სიღრმე 6-იდან 60 -მდეა; ჭები ერთმანეთს ებმის მოკლე, დამრეცფსკერიანი მაღალი დერეფნებით. მღვიმე აგეგმილია 210 , სიღმრემდე. აქვს განშტოებები. ჯამური სიგრძე 370 მმ მოცულობა 5400 მ³. დაბალ იარუსზე გაედინება ნაკადული. მღვიმის ზედა ნაწილში კარგად შეიმჩნევა მდნარი თოვლის წყლების ზემოქმედების კვალი.

                                                                                                  ზ. ტატაშიძე  (ტინტილოზოვი)