ბურსაჭირი

ბურსაჭირი, ჩანჩქერი მდ. ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი) შუაწელში, 2179 სიმაღლეზე. სოფ. ბურსაჭირიდან ჩრდ.-აღმ-ით 3 კმ. ფლატეს (საჩქეფს) წარმოშობს ქვიშაქვების შრეების მძლავრი წყება ზედა ლიასის თიხაფიქლებში. ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 აღწევს. გადმოედინება ორ საფეხურად. ზედა – პატარა საფეხურის სიმაღლეა 3 – 4 , ქვედა – დიდი საფეხურისა – 16 – 17 .

                                                                                                                            მ. ხარატიშვილი