ბურსა

ბურსა, მდინარე აღმ. საქართველოში, ყვარლის რ-ნში, ალაზნის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართ. 128 კმ 2. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მთა ზურგისძვლის ახლოს. ვაკეზე გამოდის ქ. ყვარელთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვესა წყლით. საშ. წლ. ხარჯი 1,4 3/წმ.