აბრამ ურიაყოფილი

აბრამ ურიაყოფილი, XVIII ს. II ნახ. ქართველი მესტამბე. სამეფო კარის მღვდელი. 1762– 68 მოღვაწეობდა ათანასე თბილელის სტამბაში, სადაც მისი მონაწილეობით დაიბეჭდა 9 საეკლ. წიგნი. შემდეგ თბილისში იყო ერეკლე II-ის „სასტამბო დაზგისმმართველი“ და სტამბის უხუცესი. 1786 აქვე დაბეჭდა სახარება.

ლიტ.: კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია (XVII – XVIII სს.), [ტფ.], 1929, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.                                                         

                                                                                                                                                       მ. ქიქოძე