ავტოვაგზალი, საავტობუსო ხაზების ბოლო პუნქტებში განლაგებულ ნაგებობათა კომპლექსი, რ-ებიც განკუთვნილია საქალაქთაშორისო ან საგარეუბნო მგზავრთა მომსახურებისათვის. საქართველოში უდიდესია რესპ. ცენტრ. ა. თბილისში, რ-იც 1970 აშენდა (არქიტექტორები: რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, შ. ყავლაშვილი, კონსტრუქტორი რ. შიოლაშვილი). იგი შედგება მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის, შიდასატრანსპ. ტერიტ., ვაგზლისწინა მოედნისაგან და სხვ. აქედან ავტობუსები გადიან როგორც ჩვენი რესპ., ისე მოსაზღვრე ქვეყნების მრავალ ქალაქში.