ავტობიოგრაფია

ავტობიოგრაფია (ბერძნ. autos - თვით, bios - ცხოვრება და graphō - ვწერ), საკუთარი ცხოვრების აღწერა; ლიტ. ჟანრი, რომელიც უახლოვდება მემუარებს, მაგრამ განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ავტორის პიროვნებასა და მის სულიერ სამყაროზე. უძველესი ა-ებიდან აღსანიშნავია ავგუსტინეს „აღსარება“. ქართული ა-ის ავტორები არიან ა. წერეთელი („ჩემი თავგადასავალი“), ვაჟა-

ფშაველია („ჩემი წუთისოფელი“) და სხვ.; ავტობიოგრაფიულობა ახასიათებს აგრეთვე ა. ყაზბეგის, გ. ლეონიძისა და სხვა ავტორთა ზოგიერთ ნაწარმოებს. პოპულარობით სარგებლობს ხელოვნების ოსტატთა (თ. წულუკიძის და სხვ.), სახელოვან მეცნიერთა (პ. მელიქიშვილისა და სხვ.) ა-ები. ა-ს უწოდებენ აგრეთვე საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების მოკლე ქრონოლოგიურ

აღწერას, რ-იც განკუთვნილია ოფიც. დანიშნულებისათვის.