ავტოსამოდელო სპორტი, ტექნიკური სპორტის სახეობა, ავტომობილის მოდელების აგება და საგანგებო ტრასებზე გამოცდა. ა. ს. ევროპაში დაინერგა XX ს. 40-იან წლებში, ყოფ. სსრკ-ში - 1956. 1957-იდან ყოველწლიურად ეწყობოდა საკავშ. შეჯიბრებები, 1964-იდან - მოსწავლეთა საკავშ. შეჯიბრებებიც. საქართველოში ა. ს-ის განვითარება 60-იანი წლებიდა დაიწყო. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის დ. ხურცილავას, თბილ. ავტოსკოლის ყოფილ ინსტრუქტორს, რ-იც საქართველოში ა. ს-ის პიონერად ითვლება. პირველი სსრკ სპორტის ოსტატი გახდა ზ. ზურაბიშვილი. პირველი მოდელი - ასლები „ვოლგა M-21” და ტრალერი „კოლხიდა“ 60-იან წლებში დაამზადა სპორტსმენმა ა. ჟაბინმა (თბილისი). 1974 რადიომართული მოდელების კლასში სსრკ ჩემპიონი გახდა დ. ჩხაიძე.
1985 სსრკ ჩემპიონატში საქართვ. ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 1987 თბილ. საერთაშ. შეჯიბრებაში იმ 10 მედლიდან, რ-ითაც სსრკ ნაკრები გუნდი დაჯილდოვდა, 5 სქართვ. სპორტსმენებს ხვდათ წილად. საქართვ. ა. ს-ის წამყვანი სპორტსმენები არიან თ. ლატარია (საქართვ. დამს. მწვრთნელი), პ. შარიპაშვილი, დ. ჩხაიძე, ო. სტარინინი,
ვ. წიქორიძე, ა. გალუსტიანი და ბ. შუმანი.
თ. ლატარია