აიდაროვი ზნაურ ზაურბეგის ძე

აიდაროვი ზნაურ ზაურბეგის ძე (1889, სოფ. კადგარონი, ახლანდ. არდონი, ჩრდ. ოსეთი, - 4. XI. 1919), ოსთა ბოლშევიკური ორგანიზაციის „ჩერმენის“ შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 რკპ (ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტმა გაგზავნა შიდა ქართლში, სადაც ჩამოაყალიბა პარტ. უჯრედები, შექმნა ძირითადად ოსური შეიარაღებული რაზმები. ა. იყო რსდმპ (ბ) კავკ. სამხარეო კომიტეტის სამხ.-რევ. შტაბის წევრი, გორის მაზრის ანტისამთავრობო რაზმების შტაბის უფროსი და სოფ. ხცისის პირველი რევკომის თავ-რე. აჯანყების დამარცხების შემდეგ შეიპყრეს და დახვრიტეს. 1931 ოქონის რ-ნს ეწოდა მისი სახელი.