აღამედლი

აღამედლი, სოფელი მარნეულის რ-ნში (კასუმლოს სოფლის საკრებულო), მარნეულის ვაკეზე, მდ. დებედის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 360 , მარნეულიდან 17 კმ. 2,7 ათ. მცხ. (1989). მებოსტნეობა, მესაქონლეობა. საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, ბ-კა, კლუბი, საავადმყოფო.