აწუნტის ქედი, მდ. ანდაქისა (არღუნის მარჯვ. შენაკადი) და მდ-ების პირიქითისა და თუშეთის ალაზნის სათავეების წყალგამყოფი მერიდიანული ქედი. აერთებს ბორბალოს მთას (კავკასიონის მთავარ ქედზე) ტებულოს მასივთან. აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებით. ქედზეა აწუნტის უღელტეხილი, მწვერვალები: ამღა, პირჩიტა და სხვ. არის თანამედროვე მყინვარები (ჩრდ. ნაწილში) და ძვ. გამყინვარების ნიშნები; ნივალური, ალპ. და სუბალპ. სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონები.
მ. უთმელიძე