ახალდაბის განძი

 ახალდაბის განძი, 1. XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი 1968 დაბა ახალდაბაში (ბორჯომის რ-ნი). მონეტების ძირითადი ნაწილი (186 ც.) მოჭრილია თბილისში მანგუ-ყაენის სახელით, ხოლო დანარჩენი რუმის სელჩუკებს, დავით VII ულუს, მანუელ I კომნენოსსა და თავრიზში მოჭრილ ანონიმურ სერიას მიეკუთვნება. ქრონოლ. დიაპაზონია 1220 – 63, ჩამარხულია არა უგვიანეს 1270.

ლიტ.: Джалагания И. А., Иноземная монета в денежном обращении Грузии V – XIII вв., Тб., 1979.

                                                                                                                                                                გ. დუნდუა

  1. XVI ს. დასაწყ. ოსმალური ვერცხლის მონეტები (4 ც. ახჩა), ნაპოვნი 1952, ტაშისკარის არხის მშენებლობის დროს დაბა ახალდაბის (ბორჯომის რ-ნი) მახლობლად. მონეტები დათარიღებულია ჰიჯრით 918 (1512) და მოჭრილია ოსმ. სულთნის სელიმ I-ის (1512 – 20) სახელით. ეს ახჩები საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ადრეული ოსმ. მონეტებია. ა. გ. დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში.

     ლიტ.: ანთაძე მ., საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV – XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, თბ., 1982.

                                                                                                                                                                    მ. ანთაძე