აზიისა და აფრიკის ხალხთა სოლიდარობის ორგანიზაცია (აახსო), საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დაარსდა აზიისა და აფრიკის ხალხთა სოლიდარობის I კონფერენციაზე (ქ. კაირო, 1957 წ. 26 დეკ.-1958 წ. 1 იანვ.) აზიისა და აფრიკის ქვეყნების სოლიდარობის საბჭოს სახელწოდებით. 1960 აპრილში II კონფერენციაზე ქ. კონაკრიში გადაკეთდა აახსოდ, რ-ის შტაბ-ბინა კაიროშია. მისი წევრი დაარსების დღიდანვე გახდა აზიისა და აფრიკის ქვეყნების სოლიდარობის (ააქს) საბჭ. კომიტეტი, რ-ის შემადგენლობაში 1961 აპრილში შეიქმნა ააქს-ის საქართვ. რესპ. კომიტეტი, რ-იც სხვა კომიტეტებთან ერთად მონაწილეობდა აახსოს სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციისა, სიმპოზიუმისა და სემინარის მუშაობაში და ამ ორი კონტინენტის წამომადგენლებს შეძლებისდაგვარად აცნობდა საქართველოს. ააქს-ის საბჭ. კომიტეტი დაიშალა 1991 დეკ., რ-ის ბაზაზეც შეიქმნა ააქს-ის რუს. კომიტეტი, ხოლო შუა აზიის და ამიერკავკ. რესპუბლიკური კომიტეტები აახსოს დამოუკიდებელი, მემკვიდრეობითი წევრები გახდნენ, ააქს-ის საქართველოს კომიტეტის პრეზიდიუმის თავ-რეა აკად. თ. გამყრელიძე.
ნ. კოჭლაშვილი