გორბაჩოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე

გორბაჩოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (12. III. 1917, თბილისი, – 6. VIII. 1955, ქ. ჟდანოვი), საბჭოთა კავშირის გმირი (13. III. 1944). გაიზარდა თბილისში. 1938 გაიწვიეს საბჭ. არმიის რიგებში. 1940 დაამთავრა სამხ.-საავიაციო სასწავლებელი და დაინიშნა კიევში დისლოცირებული შორსმოქმედი ესკადრილიის მფრინავად. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ლენინგრადთან, სტალინგრადთან, ვორონეჟთან. შეასრულა 250-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ სამხ. სამსახურში იყო. 1951-იდან კი – სამოქალაქო ავიაციაში მსახურობდა. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი