გორგიძე ალექსი იასონის ძე

გორგიძე ალექსი იასონის ძე (17. V. 1907, ქუთაისი, – 17. XII. 1992, თბილისი), მათემატიკოსი და მექანიკოსი. პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998, გარდაცვ. შემდეგ). დაამთავრა თსუ (1928). 1929-იდან იყო საქართვ. ტექ. უნ-ტის თანამშრომელი, 1938-იდან – თეორიული მექანიკის კათედრის გამგე და პროფესორი. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1933), 1940–54 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, თსუ-ის დოცენტი, პროფესორი (1935–92), საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე (1944–48), საქართვ. მათემატიკოსთა საზ-ბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდიუმის წევრი, სსრკ თეორიული მექან. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1977–92), ამიერკავკასიის თეორიული მექან. სამეცნ. მეთოდური საბჭოს თავ-რე (1977–92). გ-ის ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიის, თეორიული მექან., გამოთვლითი მათ. საკითხებს, მეცნიერებისა და ტექ. ისტორიას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1993 საქართვ. საინჟინრო აკადემიამ დააარსა ა. გორგიძის სახ. პრემია.

თხზ.: თეორიული მექანიკა, წგ. 1–2, თბ., 1990–91; თეორიული მექანიკის კურსი. დინამიკა, თბ., 1997; Некоторые обобщения задач кручения и изгиба составных брусьев, Тб., 2001; К истории развития механики в Грузии, Тб., 2001.

ლიტ.: ბ ო ხ უ ა თ., საუბრები პროფესორ ალექსი გორგიძესთან, თბ., 1997.