გორგიძე დავით ალექსის ძე

გორგიძე დავით ალექსის ძე (დ. 9. II. 1944, თბილისი), მექანიკოს-მათემატიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საერთაშ. და საქართვ. საინჟინრო აკადემიების ნამდვ. წევრი (2003), საქართვ. საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათ. განყ-ბის აკად.-მდივანი (2000). 1968 დაამთავრა თსუ-ის მექანიკამათ. ფაკ-ტი. 1968–84 მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში თეორიული მექან. კათედრაზე; შეთავსებით თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში. 1984-იდან პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტში თეორიული მექან. კათედრაზე. გ-ის კვლევის თემაა: თერმოელექტროდრეკადობის თეორიის, რეალური მოვლენებისა და პროცესების მათ. მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: Математические модели пьезоэлектрических устройств систем управления, Тб., 2000; Некоторые задачи управления корпоративными системами, Тб., 2004.