გორგიძე ივანე ალექსის ძე (დ. 12. VI. 1942, თბილისი), მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1990), საქართვ. საინჟ. აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), საერთაშ. საინჟ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1992), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1986). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1964). 1965–67 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში, 1967– 71 – სსრკ მეცნ. აკად. მართვის პრობლემების ინ-ტში. 1978-იდან არის მისივე თაოსნობით შექმნილი ინფორმატიზაციის სამეცნ.-კვლ. ცენტრის დირექტორი. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექ. ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგებასა და მართვას. არის აქტ. სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თხზ.: Совершенствование планирования в активных системах, Тб., 1985; Методы повышения эффективности и качества функционирования автоматизированных информационно- управляющих систем, М., 2001 (თანაავტ).