გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოება

გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოება რესპუბლიკური სამეცნიერო, დაარსდა 1959  გ. ფიცხელაურის თაოსნობით ჯერ როგორც თბილ. საზ-ბა. ხოლო 1965, თბილ., სოხუმისა და ბათუმის საქალაქო საზ-ბების შეერთების შედეგად შეიქმნა გ. და გ. ს. (ორივე საზ-ბის თავ-რე 1982-მდე იყო გ. ფიცხელაური, 1982-იდან ნ. ყიფშიძეა).

საზ-ბა აერთიანებს (1991) თბილ. (147 წევრი), აფხ. (84 წევრი, თავ-რე შ. გოგოხია), ბათ. (55 წევრი, თავ-რე ს. ძნელაძე) საზ-ბების 286 წევრს.

საზ-ბა მიზნად ისახავს დანერგოს სამედ. საზოგადოებრიობაში გერონტოლოგიასა და გერიატრიაში დაგროვილი ცოდნა, მიიზიდოს სამეცნ. კადრები გერონტოლოგიისა და გერიატრიის პრობლემების გადასაწყვეტად. ამასვე ემსახურება სოც., ექსპერ. და კლინიკური გერონტოლოგიის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი საზ-ბის სხდომები, სამეცნ. ფორუმები. ამავე მიზნით საზ-ბა აქვეყნებს სამეცნ. შრომებს ჟურნალებში, კონფერენციებისა და სიმპზოიუმების თემატურ კრებულებში და სხვ. 1965, 1968, 1977, 1980 და 1984 ჩატარდა გერონტოლოგთა და გერიატრთა ამიერკავკ. კონფერენციები, 1984 – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა თათბირი – „ხანშესულთა რისკ-ფაქტორების პროფილაქტიკა“, 1988 – სსრკ-იტალიის სიმპოზიუმი გერონტოლოგიაში (ქობულეთი) და სხვ.

                                                                                                                                         ნ. ყიფშიძე