გვახარია გიორგი ვლადიმერის ძე

გვახარია გიორგი ვლადიმერის ძე [16 (29). X. 1907, თბილისი, – 13. IX. 1978, მცხეთა, დაკრძალულია თბილისში], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1930 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. წლების განმავლობაში პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტსა და თსუ-ში. ამავე დროს, 1941-იდან, იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტის მინერალოგიის განყ-ბის გამგე, 1977-იდან – საკავშ. მინერალოგიური საზ-ბის საქართვ. განყ-ბის თავ-რე. გ-ს შრომები ძირითადად ეხება რეგიონული მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა სამეცნ.-საწარმოო გამოკვლევა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Цеолиты Грузии, Тб., 1951; Материалы по минералогии Грузии (Пироксены и амфиболы), Тб., 1965.

                                                                                                                              ვ. ჯავრიშვილი