გ, ქართული ანბანის მესამე ასო. მისი სახელია განი; გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ხშულ-მსკდომი მჟღერი თანხმოვნისა, ასომთავრულში იწერებოდა Ⴂ, ნუსხურში – ⴂ, ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს სამს (3) (იხ. ნახ.). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება.
გ-ის გრაფიკული განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.