მელქისედეკ I

მელქისედეკ I, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33. საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავარი პატრიარქის ტიტულით. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით იგი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“, ბაგრატ III-ის გაზრდილი. მ. I დიპლ. მისიით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში ბიზანტ. იმპერატორის კარზე. სავარაუდოდ, ამ ვიზიტების დროს აღმოსავლეთის პატრიარქებმა მას მიანიჭეს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული. მ. I ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება-გამშვენიერებასა და გამდიდრებისთვის. მან სვეტიცხოვლის ტაძარი „მეორედ აღაშენა“. შემონახულია მ. I-ის მიერ 1031/33 შედგენილი ანდერძი - „დაწერილი“, რ-იც საუკეთესო წყაროა XI ს. საქართვ. ეკონომიკის, სოც. პოლიტ. და კულტ. ისტორიის შესასწავლად.

საქართვ. სამოციქულო ეკლესიის მიერ მ. I შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 1(14) ოქტომბერი.

წყარო: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; „დაწერილი მელქისედეკისა მცხეთის საყდრისადმი“ ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ქართველ წმინდანთა ცხოვრება, თბილისი-ათენი, 2003.

ბ. ლომინაძე