მელქაძე ილია იაკობის ძე (15. V. 1907, სოფ. ჩხენიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, - 1984), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), მეცნ. დამს. მოღვაწე (1969). 1926-29 სწავლობდა ამიერკავკ. კომუნისტურ უნ-ტში, იყო II მსოფლიო ომის (1939-45) მონაწილე. 1941-42 საბჭ. არმიის რიგებში მსახურობდა პოლიტმუშაკად. 1947-იდან მუშაობა დაიწყო თბილ. სამხატვრო აკადემიაში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ. იკვლევდა რევ. მოძრაობის ისტორიას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით.
თხზ.: რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტი, თბ., 1954; რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტი და 1905-1907 წწ. რევოლუცია დასავლეთ საქართველოში, თბ., 1960; კოლხეთის ვარსკვლავი, თბ., 1966.
ტ. ჩინჩილაკაშვილი