მელქაძე გივი პეტრეს ძე

მელქაძე გივი პეტრეს ძე (3. VI. 1937, თბილისი, - 6. III. 2018, იქვე), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1984). სწავლობდა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტზე (1961-66). მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად (1954-60), 1960-იდან - საქართვ. სახელმწ. ტელევიზიაში ოპერატორად. ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო რამდენიმე მხატვრული და 70-ზე მეტი სამეცნ.-პოპულ. მუს. ფილმი და საფონდო სიუჟეტი. მ. შ. აღსანიშნავია: "კვლავ მივლინებაში" (რეჟ. მ. ჯალიაშვილი, 1963), "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება" (1967), "რუსთაველის ნაკვალევზე" (1968), "ვინ თესავს ქარს" (1969, სამივეს რეჟ. გ. პატარაია,), «"ორერა" სრული სვლით!» (1970), "მზიური" (1971, ორივეს რეჟ. ზ. კაკაბაძე), "ნორვეგიის ფიორდები" (1975), "მალტა" (1975), "ვენეცია" (1975, სამივეს რეჟ. გ. ბარნაველი), "მწირი" (პ. შნაიდერთან ერთად, რეჟ. ზ. კაკაბაძე, 1976), "მსაჯი" (ჯ. ყურაშვილთან ერთად, რეჟ. გ. ჩირაძე, 1981); სატელევიზიო დოკუმენტური სერიალი "გზა" (რ. ბატატუნაშვილსა და გ. სარაჯიშვილთან ერთად; რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1983) და სხვ.


მ. კერესელიძე