მელოტა
მელოტა (Fulica atra), ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბუდობს საქართველოშიც. იგი უმთავრესად ბინადრობს იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბარებში, რ-თა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრ. სანაპიროზე და არაერთ ტბაზე (პალიასტომი). მ. კარგად ცურავს და ყვინთავს. დებს 6–15 კვერცხს; ბარტყების გამოჩეკას 20–21 დღე-ღამე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკისთანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის დახმარებით სწავლობენ ცურვას, ყვინთვასა და საკვების მოპოვებას. იკვებება წყლის მცენარეებით, მოლუსკებით, მწერებით. სანადირო ობიექტია.
რ. ჟორდანია