მელოდიკა

მელოდიკა (ბერძნ. Melōdikos - მელოდიური, მღერადი), 1. მოძღვრება მელოდიის შესახებ; 2. მელოდიური კანონზომიერებებისა და სპეც. ნიშნების ერთობლიობა, რ-იც ვლინდება მუს. შემოქმედების ამა თუ იმ დარგში, აგრეთვე ზოგიერთი კომპოზიტორის ან მთელი საკომპოზიციო სკოლის ცალკეულ მუს. ნაწარმოებში, ხალხ. მუსიკაში; 3. ჰარმონიკის ჯგუფის ენაკიანი ჩასაბერი მუს. საკრავი. ჰაერი კლავიშებს მიეწოდება მილში ჩაბერვით, ბგერა კი იმართება ფორტეპიანოს ტიპის კლავიატურით. აქვს 26-36 კლავიში. ზოგ მკვლევარს მ. კლავიატურიან ტუჩის გარმონად მიაჩნია (ა. მირეკი). 1958 მ. გამოუშვა მუს. ინსტრუმენტების გერმ. ფირმა ჰონერმა და როგორც სოლო და საორკესტრო ინსტრუმენტმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში.