მელიქ-შახნაზაროვი ნიკოლოზ მეზილუმოვის ძე

მელიქ-შახნაზაროვი ნიკოლოზ მეზილუმოვის ძე (XIX ს. 50-იანი წლები, თბილისი, - 1917-ის შემდეგ, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1910). რუსეთ-ოსმ. ომის (1877-78) მონაწილე, 21-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონის მეთაური (1907-09). საარტილერიო ბრიგადის უფროსის მოადგილე (1909-იდან).