მელიქიშვილი პეტრე ლევანის ძე
მელიქიშვილი პეტრე ლევანის ძე (21. IX. 1862, თბილისი, - 11.VII. 1934, ნიცა, საფრანგეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1909). დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1883), პოდპორუჩიკის ჩინით მსახურობდა კავკასიის 1-ელ მსროლელ ბატალიონში, 1892-იდან იყო დონის ჯარების ატამანის ადიუტანტი, ვარშავის გენ.-გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა უფრ. ოფიცერი (1906-09). მონაწილეობდა რუს.-იაპონის (1904-05) ომში. 1920-იდან ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, იყო პაჟთა კავშირის ნიცას ფილიალის თავ-რე.
დაკრძალულია კოკადის (ნიცა) სასაფლაოზე. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, სპარსეთის ლომისა და მზის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე