მელიქიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (30. XII. 1918, თბილისი, — 27. III. 2002, იქვე), ისტორიკოსი, პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1939). 1944-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტში, იყო უმცროსი (1974 აპრ.-ივლ.) და უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1944-53), დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1953_61), თავისივე დაარსებული ძვ. ისტორიის განყ-ბის გამგე (1961-99), დირექტორი (1965-99), საპატიო დირექტორი (1999-2002). 1967-71 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივნად, 1988 აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრად.
მ-ის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლ. დარგში ახ. ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. მ. იკვლევდა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიას. მ-ის მდიდარ სამეცნ. მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართვ. ხალხის ეთნოგენეზის კვლევას. ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით მ-მა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტ. გაერთიანებების — კულხას სამეფოსა და დიაუხის — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართვ. ძვ. ისტორიისა და ფეოდ. ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკ. უძველესი კლასობრივი საზ-ბების (მ. შ. საქართველოს) სოც.-ეკონ. წყობის კვლევა-ძიების ხაზით, მ-მა დაამუშავა კლასობრივ საზ-ბათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზ-ბებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზ-ბების სოც.-ეკონ. ვითარებას მ. ტიპოლოგიურად ახასიათებს როგორც „წინაფეოდალურს“ („პროტოფეოდალურს“), ხოლო სტადიალურად — როგორც „ადრეკლასობრივს“.
მ. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის მთ. რედაქტორი, I ტომის რედაქტორი და იმავე ტომის ერთ-ერთი ავტორი; მონაწილეობდა სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება-გამოცემაში, თანამშრომლობდა ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციასთან; იყო მეცნიერთა არაერთი საერთაშ. ფორუმის მონაწილე მიუნხენსა და მოსკოვში (1957, 1966), სტოკჰოლმსა და ლოს-ანჟელესში (1960, 1973), ტოკიოსა და ჩიკაგოში (1968, 1973).
მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ლენინური (მონოგრაფიებისათვის "Наири-Урарту" და "Урартские клинообразные надписи", 1957), ივ. ჯავახიშვილის სახ. (1976) და საქ. სსრ სახელმწ. (1982, გამოცემისათვის "საქართველოს ისტორიის ნარკვევები", ჯგუფთან ერთად) პრემიები; 2010 საქართვ. მეცნ. ეროვნულმა აკადემიამ დააწესა გ. მელიქიშვილის სახ. პრემია.
თხზ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973; Древневосточные материалы по истории народов Закавказья, [ч.] 1 _ Наири-Урарту, Тб.,1954; К истории древней Грузии, Тб., 1959; Некоторые аспекты вопроса о социадьно-экономическом строе древних ближневосточных обществ, „Вестник древней истории“, 1975, #2; Урартские клинообразные надписи, М., 1960.
გ. გიორგაძე
ნ. ხაზარაძე