მელიქაძე ლეონიდე დავითის ძე (7. X. 1912, ერევანი, – 26. VII. 1990, თბილისი), ქიმიკოსი, აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. - 1967), ქიმ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966), მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ) ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი (1934). 1936-იდან მუშაობდა საქართვ. ქიმიის ინ-ტში (ახლანდ. თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი), იყო ამ ინ-ტის ნავთობის ქიმ. ლაბორ. გამგე (1947_90) და დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1947-78). არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, მათგან ნაწილი ეძღვნება ნავთობისა და ორგ. ნაერთთა ქიმიასა და ტექნოლოგიას; შექმნა ნავთობის კვლევის მრავალი ეფექტური ფოტოქიმ. მეთოდი, გამოიკვლია ნავთობის ლუმინესცენციის განმაპირობებელი ნივთიერებების მანამდე უცნობი ბუნება და დაამუშავა ნავთობიდან სახ. მეურნეობისათვის ახ. მასალების (ლუმინოფორი „ნორიოლი“) მიღების ტექნოლოგია. მიიღო მცენარეთა დაცვის პრეპარატები („პლკ“, „კეიმ“ და „კრხ“), რ-ებიც დაინერგა წარმოებაში. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1959).
თხზ.: К познанию природы флуоресцирующих компонентов нефти, Тб., 1958 (თანაავტ.); К изучению микроэлементов нефтей Грузии, Тб., 1976; Фотохимическая конденсация малеинового ангидрида с углеводородами фенантренового ряда, Тб., 1977 (თანაავტ.: Э. Г. Леквеишвили).