მელია სალომე გენადის ასული (დ. 14. IV. 1987, ბათუმი), სპორტსმენი (ჭადრაკი). საერთაშ. დიდოსტატი ქალთა შორის (2005). საერთაშ. ოსტატი ვაჟთა შორის (2007). შესრულებული აქვს ვაჟთა საერთაშ. დიდოსტატის 1 ბალი. ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე (2022) და მესამე (2010) პრიზიორი. ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2015, 2023), მესამე პრიზიორი (2011, 2017), ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეორე (2017) და მესამე (2011) პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის (2005-06). მსოფლიოს ჩემპიონატის (2009; 20-წლამდე), ევროპის საკლუბო პირველობის (2010) მესამე პრიზიორი. სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011). 2008 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის იურიდიული ფაკ-ტი.
დ. გურგენიძე