მელია მიხეილ სიმონის ძე

მელია მიხეილ სიმონის ძე [1(14). X. 1909, ბაქო, - 8. II. 1995, თბილისი], არქიტექტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). დაამთავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1932). შემდეგ მუშაობა დაიწყო არქიტექტორად „საქსახპროექტში“. 1932-35 იყო მოსკოვის არქიტექტურულ-სამშენებლო ინ-ტის ასპირანტ-ასისტენტი. 1936-იდან XX ს. 80-იანი წლების ბოლომდე მუშაობდა არქიტექტორად „თბილქალაქპროექტში“ სხვადასხვა თანამდებობებზე, მ. შ. არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად. საკონკურსო პროექტები: ტექნიკის სასახლე მოსკოვში (1933; საკავშირო კონკურსი, ავტორთა ჯგუფთან ერთად); საქართვ. მთავრობის სახლის მთ. კორპუსი (1946); საქართვ. მეცნ. აკადემიის შენობათა კომპლექსის გენერალური გეგმა (1947) და სხვ. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრ. სახლები რუსთაველის გამზირზე, #1 (1939; თანაავტ. ს. ყუბანეიშვილი, ა. ქურდიანი) და დ. უზნაძის ქუჩაზე, #4 (1955); ი. სტალინის სახ. ხიდი (1953; ინჟ. გ. ჩომახიძე, ამჟამად გალაკტიონის სახ. ხიდი); საცხოვრ. სახლების კომპლექსი მარჯანიშვილის მოედანზე, (1947_49; სტალინური პრემია); სასტუმრო „აჭარა“ (1975; საქართვ. სახელმწ. პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1981, ამჟამად _ სასტუმრო Hოლიდაყ Iნნ თბილისი); „თბილქალაქპროექტის“ ადმ. შენობა დავით აღმაშენებლის (89/24) გამზირზე (1961); საქართვ. ცენტრ. სტატისტიკური სამმართველოს საწარმოო შენობა (1966).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. „საპატიო ნიშნის“ ორდენი.

თ. გერსამია