მელია ალექსანდრე ალექსანდრეს ძე [12(25). III. 1907, ბათუმი, − 14. III. 1978, კიევი], ქართველი ინჟინერ-გამომგონებელი, ორიგინ. სამამულო აგურსაკეთებელი წნეხის (ამ-10, ამ-11, ამ-12, ასმ-16ა და სხვ.) შემქმნელი (სტალინური I ხარისხის პრემია; 1949). დაამთავრა ამიერკავკ. ქიმ.-ტექნოლ. ინ-ტი თბილისში (1932). მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში, შემდგომ - კიევში თავისივე გამოგონებული წნეხების სრულყოფასა და დანერგვაზე (1932-41). იყო უკრაინის სსრ უმაღლ. საბჭოს III-V მოწვევების დეპუტატი (1951-59). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.