მელე-მოლე ბირაფა

"მელე-მოლე ბირაფა", "გაღმა-გამოღმა სიმღერა", გავრცელებულია ლაზეთში. "მ-მ. ბ" არის სიმღერის ისეთი სახეობა, როდესაც  გარკვეული მანძილით დაშორებული ორი გუნდი ერთმანეთს ეჯიბრება სიმღერაში, ურთიერთ გაშაირებაში. დიდად ემსგავსება კაფიობას ("კაფია ოთქუმალე", "გერჯგინაშა ბირაფა", "ბირაფას დოდგინუ"). გამარჯვებულად მიიჩნევა მახვილსიტყვაობითა და პოეტური გამოსახვის უნარით გამორჩეული გუნდი, ხოლო ვისაც ლექს-სიმღერა ("ბირაფა") შემოელევა, დამარცხებულად ითვლება.
 
ლიტ.: თანდილავა ზ., ლაზური ხალხური პოეზია, ბათ., 1972; სარფი, ბათ., 2015. 
 
ზ. თანდილავა