მელაძე დიმიტრი (მიტო) დიმიტრის ძე (7. I. 1906 თბილისი, - 20. X. 1961, იქვე). ბიოლოგი, გენეტიკის, ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა თსუ-ის ზოოლოგიის ფაკ-ტი (1929). ჯერ კიდევ სტუდენტმა მუშაობა დაიწყო პრეპარატორად იმავე უნ-ტის ზოოლოგიის კათედრაზე (1929), სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დარჩა ასისტენტად. 1930 მუშაობა განაგრძო თბილ. სას.-სამ. ინ-ტში. იმავე წელს მიავლინეს მოსკოვში, ექსპერ. ბიოლოგიის ინ-ტში, სადაც სამეცნ.-კვლ. აწარმოებდა ცნობილი გენეტიკოსის, ნ. დუბინინის ხელმძღვანელობით. პარალელურად ჩაირიცხა მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის ბიოლ. განყ-ბის IV კურსზე, რ-იც 1931 წარმატებით დაამთავრა სპეციალობით ექსპერ. ზოოლოგია. თბილისში დაბრუნების შემდეგ სას.-სამ. ინ-ტში იყო ასისტენტი (1931), ამიერკავკასიის მეცხოველეობის ინ-ტში - ციტოლოგიის ლაბორ. გამგე (1933-მდე), საქართვ. ზოოტექნ.-სავეტერინარო ინ-ტის - ასისტენტი (1933-იდან), დოცენტი (1935); ამავე ინ-ტის ზოოლოგიისა და დარვინიზმის კათედრის გამგე (1937-48). ასევე იღვწოდა ქართ. ენციკლოპედიის ჩამოსაყალიბებლად, იყო საბუნებისმეტყველო განყ-ბის სწავლული მდივანი (1932). 1935-37 მუშაობდა განათლების სახ. კომისარიატის ბიოსადგურის უფრ. მეცნიერ-მუშაკად, კითხულობდა ლექციებს დარვინიზმსა და გენეტიკაზე.
ეწეოდა პედ. საქმიანობას (1951_61). მის სამეცნ. კვლევებს და სადოქტორო დისერტაციის დაცვას ხელი შეუშალა გენეტიკის ცრუ, ბურჟუაზიულ მეცნიერებად გამოცხადებამ (1948). მ-ის სამეცნ. კვლევების ინტერესის სფერო იყო: ბუზ დროზოფილას კროსინგოვერისა და სომატური სინაფსის კანონზომიერებათა შედარება, ასევე სხვადასხვა გენეტიკურ-ეკოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი პლასტიკუ-რობის ხარისხობრივი დახასიათება.
თხზ.: О числе хромосом домашнего осла Equus asinus, "Бюллетень экспериментальной биологии и медицины", 1937. т. 3, в. 4; Сравнение закономерностей кроссинговера и соматического синапса у Dროსოპჰილა მელანოგასტერ, "საქართველოს ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის შრომათა კრებული" N1, თბ., 1939.
ლიტ.: Дубинин Н. П., Вечное движение, 2 изд. М., 1975; Жордания Р. Г., Дубинин Н. П., Памяти Дм. Дм. (Мито) Меладзе, "Генетика", 1966, N10.