მელაძე გიორგი გიორგის ძე (დ. 18. VIII. 1930, ხონი), აგრომეტეოროლოგი, აგრარულ მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1988), სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2018-იდან), საქართვ. დამს. აგრონომი (1983). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1953). მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1963-79), აგრომეტეოროლოგიის განყ-ბის გამგედ (1979-2005), მთ. მეცნიერ თანამშრომლად (2005-იდან), საქართვ. აგრარულ უნ-ტსა (1974-2005) და თსუ-ში (1991-2007) - პროფესორად.
მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება აგროკლიმატური რესურსების (მ. შ. მაღალმთიან ზონაში) შეფასებას, აგროკულტურების ზრდა-განვითარებისა და მოსავლის ფორმირების საფუძველზე მათ დარაიონებას; აგრომეტეოროლ. პროგნოზების მეთოდების შემუშავებას თანამედროვე კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით. მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, მ. შ. მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001) და სტუ-ის "ოქროს მედლით" (2022).
თხზ.: საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების აგროკლიმატური რესურსები, თბ., 2010; საქართველოს დასავლეთ რეგიონების აგროკლიმატური რესურსები, თბ., 2012; კლიმატის ცვლილება: აგროკლიმატური გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2020.