მელანია (ნამდვ. გვარი ნათიძე) ნიკოლოზ გიორგის ძე

მელანია (ნამდვ. გვარი ნათიძე) ნიკოლოზ გიორგის ძე (15. VIII. 1853, სოფ. ჩალაუბანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი,   ̶  9. II. 1921, თბილისი). დაკრძალულია იმავე მუნიციპალიტეტის სოფ. მელაანში), მწერალი. 1873 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. ერთხანს სოფ. ვეჯინში მასწავლებლობდა. ჟურნალ-გაზეთებში იმდროინდელი წყობილების მამხილებელ წერილებს აქვეყნებდა, რის გამოც დევნიდნენ. 1885 მღვდლად ეკურთხა. თავდაპირველად გაამწესეს ოლთისში, 1892-იდან კი - გორში. 1904-იდან თბილისში ცხოვრობდა.
 
მ-ს პირველი კორესპონდენციები 1882 გამოქვეყნდა, პირველი მოთხრობა „ბნელო“ –  1888 (გაზ. „ივერია“). მის თხზულებებში ასახულია გლეხთა უმწეო მდგომარეობა და ჩარჩ-ვაჭრების მიერ სოფლის მოსახლეობის ექსპლუატაცია (`ბნელო“, „ქედნის ღუღუნი“, 1904). მოთხრობებში „მამა ქრისტეფორე“ (1903) და „პრიგავარას მღვდელი“ (1908–09) მძაფრად არის გაკრიტიკებული იმდროინდელი სას. წოდება.
 
თხზ.: ბნელო, თბ., 1951; ქედნის ღუღუნი, თბ., 1965.
 
ა. მირიანაშვილი