მეკეიძეები, სოფელი აჭარის არ-ის ხულოს მუნიციპალიტეტში (ღორჯომის ადმ. ერთ.), მდ-ებს – ღორჯომისწყალსა და აგარას შორის. ზ. დ. 1400 მ, ხულოდან 16 კმ. 119 მცხ. (2014). სოფლის მიდამოებში არის მინერალური წყაროები. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.