მეიფარიანი აკაკი სიმონის ძე

მეიფარიანი აკაკი სიმონის ძე (28. II. 1918, თბილისი, _ 25. XII. 1995, იქვე), სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი (ფარიკაობა - რაპირა, დაშნა). სსრკ დამს. მწვრთნელი (1956). ვარჯიში დაიწყო საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლ. გოლოვინთან. იყო სსრკ-ის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ფარიკაობაში (1949), ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში (1952). წვრთნიდა სსრკ-ის ხუთჭიდელთა ნაკრებს, რ-მაც ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვა (1956). იყო ასევე საქართვ. ქალთა ნაკრების მთ. მწვრთნელი (1956-69), საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საკავშ. (1955) და საერთაშ. კატეგორიის მსაჯი.