ევერსმანია (Ewersmannia), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. საქართველოში იზრდება ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა – ნ ა ხ ე ვ რ ა დ ე კ ლ ე ბ ი ა ნ ი ე. (E. subspinosa). იგი დაბალი, ეკლიანი ბუჩქია, აქვს განზე გადაშლილი ტოტები, კენტფრთართული ფოთლები და მრავალყვავილიანი მტევანი ქმნის ყვავილედს. გვხვდება მხოლოდ შირაქში და ისიც იშვიათად (საქონლის ინტენს. ძოვების შედეგად ძალიან შემცირებულია). იზრდება თიხაქვიშიან, გაშიშვლებულ ფერდობებზე, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. საქონლის საკვები და დეკორ. მცენარეა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში". გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანში (აფშერონი), შუა აზიასა და ჩრდ. ირანში.