მედიცინის ისტორიკოსთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, ექიმების, მედიცინისა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სპეციალისტთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის ინ-ტთან 1959 ქართ. მედიცინის ისტორიის სამეცნ.-კვლ. განყ-ბის ინიციატივით დაარსდა მედიცინის ისტორიკოსთა თბილ. სამეცნ. საზ-ბა, 1961-იდან კი - მ. ი. რ. ს. ს. (გამგეობის თავ-რე - პ. ქავთარაძე, სწავლული მდივანი - მ. შენგელია) სათანადო ფილიალებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. საზ-ბა ეწევა სამეცნ.-კვლ. მუშაობას თსსი-ის მედიცინის ისტორიის კათედრასთან, ქართ. მედიცინისა და სამედ.-ეთნოგრ. სამეცნ.-კვლ. განყ-ბასთან და ქართ. მედიცინის ისტორიის რესპუბლიკურ მუზეუმთან ერთად, აერთიანებს მეცნიერ მუშაკებს და ექიმებს, რ-ებიც დაინტერესებული არიან ქართ. მედიცინის ისტორიით, ქართ. ხალხ. მედიცინით, სამედ. ეთნოგრაფიითა და ფოლკლორით. საზ-ბა სისტემატურად იწვევს სხდომებს სამეცნ. ხასიათის მოხსენებებით, იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მედიცინის ისტორიკოსთა კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების მუშაობაში. საზ-ბის მიერ ტარდება საიუბილეო კონფერენციები მიძღვნილი გამოჩენილ ექიმთა, მეცნიერთა და საზ. მოღვაწეთა ხსოვნისადმი და ა.შ. რესპ. საზ-ბის თავ-რე 1979-იდან იყო მ. შენგელია (1986-იდან მედ. ისტორიკოსთა საკავშ. საზ-ბის საპატიო წევრი).
XX ს. 90-იანი წლებიდან საზ-ბას სათავეში ჩაუდგა რ. შენგელია, რ-იც თავდაპირველად აირჩიეს მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშ. საზ-ბის (ISHM) ეროვნულ დელეგატად, შემდეგ _ მრჩევლად და გამგეობის წევრად, ხოლო 2012-იდან - საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტად. 2014 თბილისში ქართველ მედიცინის ისტორიკოსთა ინიციატივით ჩატარდა ISHM-ის 44–ე კონგრესი, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. დროთა განმავლობაში საზ-ბის ფუნქციები და ინტერესთა სფერო გაფართოვდა და დღეს სამედ.–ჰუმანიტარული მიმართულების ყველა სპეციალობას მოიცავს (ბიოეთიკა, ბიოარქეოლოგია, პალეოპათოლოგია, სამედიცინო ანთროპოლოგია და ა.შ.).
ქართვ. მეცნიერთა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 2017 გამოიცა "ქართული სამედიცინო ხელნაწერთა კატალოგი" (მთ. რედ. რ. შენგელია), რ-შიც აღწერილია და განხილულია 526 ქართული სამედ. ხელნაწერის ტექ. მონაცემები.
რ. შენგელია