ევტროპიუსი

ევტროპუსი (Eutropius) (IV ს.), რომის იმპერატორ ვალენტის (364–378) მოხელე, ისტორიკოსი. დაწერა რომის ისტორია ქ. რომის დაარსებიდან ვალენტის მეფობის დასაწყისამდე. ძირითად მოვლენათა მოკლედ, მაგრამ საკმარისი სიზუსტით გადმოცემის გამო მისი ნაწარმოები ფართოდ გავრცელდა და ბერძნულადაც ითარგმნა. ე-ის ნაშრომს იყენებდნენ გვიანდელი ისტორიკოსები, კერძოდ კი სოკრატე სქოლასტიკოსი (სავარაუდოდ, იბერთა გაქრისტიანების აღწერისას).

გამოც.: Rühl R., Bibliotheca Teubneriana, Lpz., 1887.

ნ. ლომოური