მემორიალური ნაგებობანი

300 არაგველის მემორიალური კომპლექში ჟინვალთან. მოქანდაკე რ. ხასია. 1987.
იუნკერთა მემორიალი კოჯორთან. იდეის ავტორი ზ. აბზიანიძე, არქიტექტორი გ. ჯაფარიძე. 1989.
II მსოფლიო ომისადმი მიძთვნილი მემორიალი ფოთში. მოქანდაკე ე. ამაშუკელი. არქიტექტორი ვ. დავითაია. 1979.

მემორიალური ნაგებობანი (Memorialis – სამახსოვრო), ფართო გაგებით – სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ნებისმიერი ნაწარმოები, რ-იც ეძღვნება ცალკეულ პირთა ან ისტ. მოვლენათა ხსოვნას: ძეგლი, მონუმენტი, პირამიდა, აკლდამა, საფლავის ძეგლი, მაზარი, სატრიუმფო თაღი, სვეტი, ობელისკი, ტაძარი; თანამედროვე პრაქტიკაში – არქიტექტურული და სკულპტურული კომპლექსები (ზოგჯერ ხელოვნების სხვა სახეობებთან ერთად) ან არქიტექტურის ნამუშევრები (მავზოლეუმები, მემორიალური მუზეუმები), რაც ითვალისწინებს სივრცობრივად განვითარებულ ანსამბლურ გადაწყვეტას. საქართველოში მ. ნ-თა ნიმუშებია: დაცვითი პავილიონი ი. სტალინის სახლზე გორში (1938; არქიტ. მ. ნეპრინცევი); სამასი არაგველის მემორიალი თბილისში (1962; არქიტ. ა. ბაქრაძე); II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალები – მარნეულის (1975; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ნ. ბაქრაძე), მარაბდის (1976; მოქანდაკე ლ. ქველიძე, არქიტ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი), გურჯაანის (1978; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე, ი. მოსულიშვილი, მხატვრები თ. კიკაბიძე, გ. ჩირინაშვილი), ფოთისა და გორის (ორივე 1979; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ვ. დავითაია); დიდების მემორიალი ქუთაისში (1982; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. ო. კალანდარიშვილი. 2009 მოხდა მისი დემონტაჟი), დიდების მემორიალი თბილისში, ვაკის პარკში (1985; მოქანდაკე გ. ოჩიაური, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ო. ლითანიშვილი, კ. ნახუცრიშვილი); 300 არაგველის მემორიალური კომპლექსი ჟინვალში (1987; მოქანდაკე რ. ხასია), იუნკერთა მემორიალი კოჯორთან (1989; არქიტ. გ. ჯაფარიძე), დიდგორის მემორიალური კომპლექსი (1991; მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. თ. გუნია); აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გმირთა მოედანზე (2010; მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), საქართვ. მთლიანობისათვის დაღუპულ ქართვ. მეომართა მემორიალი იქვე (2010; ავტორი ალბერტო დომინგო კაბო), შინდისის მემორიალი (2022; მოქანდაკე ნ. ჭავჭავაძე) და სხვ.