მენაბდე გიორგი თამაზის ძე ( დ. 24 . IX. 1957, თბილისი), ყბა-სახის ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). 1980 დაამთავრა თსსი. 1982–86 იყო ექიმთა დახელოვნების ინ-ტის სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი (1986–87); 1987–92 მოსკოვის სტომატოლოგიის ინ-ტის თავ-კისრის მიკროქირურგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი; 1992–93 – აკად. ა. ვ. ვიშნევსკის სახ. ქირურგიის ინ-ტის მიკროქირურგიის განყ-ბის ორდინატორი; 1993–2002 – თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ქირურგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი, გამგე (2002–04); 2004–06 – ამავე აკადემიის რექტორი; 2009–18 – თსსუ-ის რექტორი; ილიას სახელმწ. უნ-ტის მედიცინისა და საზ. ჯანმრთელობის კვლევითი ინ -ტის დირექტორი, პროფესორი; 2018- იდან თსუ-ის ყბა-სახის ქირურგიის კათედრის გამგე; 1995-იდან – კლინიკა ,,დენტექს-95-ის“ სამედ. ხელმძღვანელი; 2010-იდან არის ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის განყ-ბის პროფესორი.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001).