მენაბდე ლევან (ლეო) ვასილის ძე (20. XI. 1924, ქუთაისი, — 26. VI. 2002, თბილისი), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964), მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრის, რუსთაველის კაბინეტის (1966–2002) გამგე ხელმძღვანელობდა ლიტ-რის ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბას (1994–2002); იყო ალმანახ „მწიგნობრისა“ (1995–2002) და საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის შრომების მთ. რედაქტორი, ქართ. ენციკლოპედიის ლიტ-რის სამეცნ. საბჭოს თავ-რე. მ-ის ძირითადი მონოგრაფიებია: „სულხან-საბა ორბელიანი“ (1953, 1980, 2012), „ვახტანგ VI“ (1966, 2011), «„ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი“» (1967), „XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა“ (1973), „რუსთველი საზღვარგარეთულ ლიტერატურაში“ (1990), „XVII–XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა“ (1997) და სხვ. მ-ის მონოგრაფიაში „ძველი ქართული მწერლობის კერები“ (ტ. 1. 1962, ტ. 2. 1980) შესწავლილია საქართვ. საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა-სირია, ათონი, კონსტანტინოპოლი, პეტრიწონი და სხვ.) აღმოცენებული ქართ. კულტ. კერების ისტორია, აღნუსხულია იქ შექმნილი წერილობითი ძეგლები, გაშუქებულია მათი მნიშვნელობა ქართ. სულიერი კულტ. ისტორიისათვის. მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით დაიბეჭდა კრებ. „რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“ (ტ. I–IV, 1976–88); შეადგინა და რუს. ენაზე გამოსცა „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (V–XVIII სს.)“ (1982, 1987); ორი კრებული „შუა საუკუნეების ქართული და რუსული ლიტერატურა“ (1979; 1982). იყო საქართვ. ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის დამფუძნებელი წევრი, პრეზიდენტი (1995–2002).
თხზ.: რუსთაველი საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურაში, თბ., 1988; ნაშრომი განძად დაშთების... თბ., 1989; რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, თბ., 1992;
ს. მეტრეველი