მენაღარიშვილი ირაკლი ათინოგენის ძე (დ. 18. V. 1951, თბილისი), ექიმი, პოლიტიკოსი. 1974 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1974–80 ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1980–82 იყო თბილ. ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი; 1982–86 – ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილე, 1986–91 – მინისტრი; 1991–92 – სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი; 1992 – საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი, საერთაშ. ჰუმანიტ. დახმარების კოორდინატორი; 1992–93 – საქართვ. რესპ. ჯანდაცვის მინისტრი; 1993–95 – საქართვ. პრემიერ-მინისტრის მოადგილე; 1995–2003 – საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრი; შემდეგ – პრემიერ-მინისტრის კონსულტანტი საერთაშ. საკითხებში.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
1989 წ. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო აქტიური მონაწილეობა სასამართლო-სამედ. საექსპერტო გამოკვლევებში.
2018 დაჯილდოვდა „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით“.