მენთეშაშვილი ზურაბ რევაზის ძე

მენთეშაშვილი ზურაბ რევაზის ძე (დ. 13. IX. 1955, თბილისი), ფიზიკოსი. საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2009). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1977). მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად (1977–94), კითხულობდა ლექციათა ციკლს „ველის კვანტურ თეორიაში“ თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის სტუდენტებისთვის (1992–94), მუშაობდა USAID (აშშ საერთაშ. განვითარების სააგენტო) საქართვ. ენერგეტიკის სფეროს რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერად (1995–99), არის საპროექტო კომპანია შპს „არსი საინჟინრო კონსალტინგის“ დირექტორის მოადგილე (2000-იდან).

მ. არის სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. მისი სამეცნ. კვლევები ეხება სინათლის „ფრონტის“ ფორმალიზმის ფარგლებში შედგენილი სისტემებისა და მაღალი ენერგიების პირობებში რელატივისტური შედგენილი სისტემების ურთიერთქმედების პროცესების აღწერას.

თხზ.: Relativistic Nuclear Physics in the Light Front Formalism, Nova Science Publishers, NY, 1993 (თანაავტ. ვ. გარსევანიშვილი); Light Front Formalism for Composite Systems and Some of Its Applications in Particle and Relativistic Nuclear Physics, Phys. Reports, Vol. 458, Issue 6, 2008 (თანაავტ. ვ. გარსევანიშვილი, ა. ხელაშვილი, მ. ნიორაძე).